
პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგური
2026 წლის 20 თებერვალს, თბილისში, სოკარმა სამხრეთ კავკასიაში პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგური გახსნა, ხაზს უსვამს კომპანიის გრძელვადიან ერთგულებას განახლებადი ენერგიის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიმართ.
სადგური აღჭურვილია ოთხი დამტენი ერთეულით, რაც უზრუნველყოფს ერთდროულად ექვსი ელექტრომობილის დამუხტვას. ორი დამტენი მუშაობს 120 კვტ სიმძლავრის სწრაფი დამუხტვის რეჟიმში, რაც შესაძლებელს ხდის ოთხი ელექტრომობილის სრულად დამუხტვას დაახლოებით 40 წუთში. კიდევ ორი დამტენი, 22 კვტ სიმძლავრით, განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დროის გატარებას სადგურზე მდებარე ნულოვანი პლასტმასის კონცეფციის WAY MART-ის მაღაზიასა და კაფეში ამჯობინებენ.
ელექტრო სადგური ნაწილობრივ მუშაობს მზის ენერგიაზე, რაც ადასტურებს სოკარის ამბიციას, გახდეს რეგიონის ლიდერი ენერგოეფექტური და ეკომეგობრული გადაწყვეტილებების დანერგვაში. ეს ინიციატივა ეფუძნება კომპანიის ფართომასშტაბიან განახლებადი ენერგიის პროექტებს საქართველოში. ამჟამად სოკარი ქვეყნის მასშტაბით უკვე ფლობს მზის პანელებს ექვს ავტოგასამართ სადგურზე და უახლოეს მომავალში გეგმავს მზის ინფრასტრუქტურის გაფართოებას სხვა ლოკაციებზეც.
ოფიციალურ გახსნას დაესწრენ ჩვენი კოლეგები, პარტნიორები, მედიის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები სოკარის სათავო ოფისიდან - აფგან ისაევი, სოკარის ვიცე პრეზიდენტი და ორხან რაჯაბოვი, სოკარის კომერციისა და საწვავის საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორთან, ნოდარ ყანჩაველთან ერთად, მათ საზეიმოდ გაჭრეს ლენტი და მიიღეს პირველი სტუმრები.





