შესაბამისობის დახმარების ხაზი

ძვირფასო მომხმარებელო!

SOCAR ჯორჯიას ეთიკისა და შესაბამისობის ცხელი ხაზი გაძლევთ შესაძლებლობას,ანონიმურად გვაცნობოთ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ.

დახმარების ხაზისთვის (Helpline) ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია Compliance@socar.ge ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით ან დახმარების ხაზთან დაკავშირების გზით შემდეგ ნომერზე: (+995) 577 00 54 54.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს განზრახვას, მოგვაწოდოთ ეთიკისა და შესაბამისობის ცხელი ხაზის მეშვეობით ზუსტი და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ნებისმიერ პირს შეუძლია, ეთიკისა და შესაბამისობის ცხელ ხაზზე წარადგინოს ინფორმაცია ან საჩივარი მხოლოდ განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ.
  • გთხოვთ, გაეცნოთ თემებს და წარმოადგინოთ მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებული საჩივარი, რომელიც აღნიშნულ თემებს შეესაბამება. გაცნობებთ, რომ განსაზღვრულ თემებთან დაუკავშირებელი საჩივრები და სხვა სახის მოთხოვნები არ დაექვემდებარება განხილვას ან გამოძიებას, ხოლო მათი შესაბამის არხზე გადამისამართება არ არის გარანტირებული.
  • ყალბი ან სარეკლამო ინფორმაციის განზრახ მიწოდება, ასევე შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება მკაცრად აკრძალულია.
  • შიდა გამოძიება შესაძლოა არ ჩატარდეს, თუ ანონიმურად მიწოდებული ინფორმაცია არ იძლევა შიდა გამოძიების ჩატარების საკმარის საფუძველს, ან თუ არ უპასუხებთ შეკითხვებს, რომლებიც მიზნად ისახავს თქვენთან კონტაქტის დამყარებას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
  • ეთიკისა და შესაბამისობის ცხელი ხაზი უზრუნველყოფს თქვენს ანონიმურობას; თუმცა, თუ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსის გამო ან სხვა მიზეზებით თქვენი ვინაობა მაინც გახდება ცნობილი,უზრუნველყოფილი იქნება თქვენი ვინაობისა და მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა ასევე, გარანტირებულია დაცვა თქვენ მიმართ ნებისმიერი უკანონო შურისძიებითი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ინფორმაციის მიწოდებას.