სტუდენტური კონკურსის ფინალისტების პროფესიული ვიზიტი სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში

სოკარის სტუდენტური კონკურსის ფინალისტებმა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ოფისი, ქიზიყის ნავთობბაზა და საწვავის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია მოინახულეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის საქმიანობას, კომპანიის ოპერაციულ პროცესებსა და საწვავის მიწოდების სრულ ციკლს — ნავთობბაზიდან მომხმარებლის ავტომობილის ავზამდე. მონაწილეებმა დაათვალიერეს ქიზიყის ნავთობბაზა და მიიღეს დეტალური ინფორმაცია საწვავის მიღების, შენახვის, ხარისხის კონტროლისა და განაწილების პროცესების შესახებ.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც საწვავის ხარისხის კონტროლის მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ობიექტია. ლაბორატორიის სპეციალისტებმა სტუდენტებს გააცნეს საწვავის ტესტირების მეთოდები, ხარისხის მონიტორინგის პროცედურები და ის საერთაშორისო სტანდარტები, რომელთა დაცვითაც კომპანია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ვიზიტმა ფინალისტებს შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკულად გაცნობოდნენ ენერგეტიკის სექტორის სპეციფიკას, კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ხარისხის მართვის სისტემებს. ღონისძიება სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაცნობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა სტაჟირების პროგრამის დაწყებამდე.

No items found.