
მენავთობის დღესთან დაკავშირებით, სოკარის წარმომადგენლებს პროგრესის მედლები გადაეცათ
20 სექტემბერს, აზერბაიჯანში მენავთობეთა დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (სოკარმა) ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში დასაქმებულ პროფესიონალებს და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში მათ მნიშვნელოვან წვლილს პატივი მიაგო.
დაჯილდოებულთა შორის იყვნენ სოკარ ენერჯი ჯორჯიას შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გულაჰმად ხახიევი და სოკარ ჯორჯია გაზის ავარიულ-აღდგენითი სამსახურის უფროსი ბატონი ზაზა მღებრიშვილი. ორივე მათგანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „პროგრესის“ მედლით პირადად დაჯილდოვდა.
აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და თავდადებას, რომელიც ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და ნავთობის ინდუსტრიის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„საუკუნის კონტრაქტმა“, რომელიც 1994 წელს გაფორმდა, საფუძველი ჩაუყარა აზერბაიჯანის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყნის ენერგეტიკის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა. ამ გზის თითოეულ ეტაპს მენავთობეთა პროფესიონალიზმი, ცოდნა, ენერგია და თავდადება ქმნიდა.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ყველა მენავთობის შრომას, რომელიც ღირსეულად აგრძელებს ამ მნიშვნელოვან მისიას, საკუთარი პროფესიონალიზმით ხელს უწყობს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას და ქმნის ხვალინდელი ენერგეტიკის საფუძველს.
გილოცავთ მენავთობეთა დღეს!
.jpg)