
ProEx in Finance პროგრამის მონაწილეები სოკარ ენერჯი ჯორჯიას ეწვივნენ
გასულ კვირას, ProEx in Finance პროგრამის ფარგლებში, სოკარ ენერჯი ჯორჯიამ პროგრამის მონაწილეებისთვის პროფესიული ვიზიტს უმასპინძლა, რომლის მიზანი კომპანიის საქმიანობისა და სტრატეგიული ინიციატივების შესახებ პრაქტიკული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება იყო.
ვიზიტის ფარგლებში, სოკარ თურქეთის ფინანსურმა დირექტორმა, რუფატ ჰასანოვმა, ჩაატარა ტრენინგი თემაზე — საწარმოს რესურსების დაგეგმვის სისტემები (ERP) და მათი ინტეგრაცია. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე ERP სისტემებს, ინტეგრაციის პროცესებსა და მათ მნიშვნელობას ოპერაციული ეფექტიანობისა და ფინანსური მართვის გაუმჯობესების მიმართულებით.
მონაწილეებმა ასევე მოინახულეს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ქიზიყის ნავთობბაზა, პირველი სრულად ელექტროდამტენი სადგური „Botanika“, ურბნისის კომპლექსი, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკულად გაცნობოდნენ კომპანიის ინფრასტრუქტურასა და ინოვაციურ პროექტებს. გარდა ამისა, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა, წარადგინა პრეზენტაცია კომპანიის მდგრადი განვითარების და მწვანე ენერგიის ინიციატივების შესახებ.
ვიზიტი გამოცდილების გაზიარებისა და ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესიებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციურ ბიზნესმიდგომებსა და მდგრადი განვითარების სტრატეგიებზე. ღონისძიება პროფესიული დიალოგის, ცოდნის გაზიარებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და პროგრამის მონაწილეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა.






