ჯანმრთელობის კვირეული ჩვენი გუნდისთვის

გასულ კვირას, სოკარის სათაო ოფისში, ტრადიციულად  გაიმართა ჯანმრთელობის კვირეული, რომელიც ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობის გაუმჯობესებას მიეძღვნა.

ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც მოიცავდა როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას:

•  ჯანმრთელი გონება: სტრესის მართვის, მაინდფულნესის და მედიტაციის პრაქტიკული ვორქშოპები,რათა გაგვეზარდა ემოციური გამძლეობა და პროდუქტიულობა.

•  ჯანმრთელი სხეული: პრაქტიკული ვარჯიშები და ჰოლისტიკური მიდგომები სასიცოცხლო ენერგიის ასამაღლებლად და ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად.

•  ჯანსაღი კვება: შეხვედრა ნუტრიციოლოგთან - ინფორმირებული კვების პრინციპები, "ჰარვარდის თეფში" და ბალანსის პოვნა დაკავებულ გრაფიკში.

•  თავდაცვის ტექნიკები: ჯიუ ჯიცუსა და კრავ მაგას საფუძვლებზე დაფუძნებული თავდაცვის ტექნიკების შესწავლა ოფისის პირობებში.

•  პროფილაქტიკური შემოწმება: ოტორინოლარინგოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციები ადგილზე.

•  საქველმოქმედო ღონისძიება: სისხლის ბანკის მოწვევა და სისხლის უანგარო ჩაბარება ლეიკემიითდაავადებული ბავშვებისთვის.

სოკარი ამკვიდრებს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო სივრცის კულტურას და ხელს უწყობს გუნდის წევრების კეთილდღეობას, როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ.

ზრუნვა ჩვენს თანამშრომლებზე, ჩვენი მთავარი ღირებულებაა!

 

No items found.