აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე!

28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა ფაიგ გულიევმა და სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ბ-ნმა მაჰირ მამმედოვმა ყვავილებით შეამკეს ჰეიდარ ალიევის მემორიალური დაფა.

მათ ასევე მოინახულეს გამოჩენილი აზერბაიჯანელი მოღვაწეების პანთეონი ბოტანიკურ ბაღში, სადაც სხვა გამოჩენილ ისტორიულ პირებთან ერთად ასევე დაკრძალულია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისკი.

ბატონმა ელჩმა,მაჰირ მამედოვმა და სტუმრებმა ასევე მოინახულეს ჰეიდარ ალიევის მემორიალური ბაღი, რომელიც 2023 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ და სოკარმა ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავის იუბილეს მიუძღვნა.

დღის ბოლოს გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, გალა მიღება სასტუმრო პულმანში, სადაც სოკარი და აზერბაიჯანის საელჩო უმასპინძლეს მოწვეულ სტუმრებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა ფაიგ გულიევმა, მადლობა გადაუხადა მთავარ სპონსორს, სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორს ბ-ნ მაჰირ მამმედოვს, მხარდაჭერისთვის და წვლილისთვის საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური მიღების ორგანიზებაში.

No items found.