ერთწლიანი ლიდერობის განვითარების პროგრამის აღსანიშნავი ღონისძიება

2025 წელს, სოკარმა საქართველოში წარმატებით განახორციელა მასშტაბური ლიდერობის განვითარების პროგრამა, რომლის მიზანიც იყო ერთიანი ლიდერობის პროფილის ჩამოყალიბება, საოპერაციო ეფექტიანობის გაძლიერება და კომპანიის მდგრადი განვითარებისთვის მყარი საფუძვლის შექმნა.


წლის განმავლობაში, საშუალო რგოლის მენეჯერებმა გაიარეს ლიდერული კომპეტენციების ტრენინგების სერია, რომლებიც დაფუძნებული იყო SOCAR-ის გლობალურად განსაზღვრულ ღირებულებებზე.

ეს ღირებულებები— ანგარიშვალდებულება, უსაფრთხოება, ზრუნვა, უწყვეტი განვითარება და ერთი გუნდი— წარმოადგენს ჩვენი კორპორატიული კულტურის საფუძველს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს შესაბამისი ინსტრუმენტები და ცოდნა, რაც დაეხმარებამათ გადაწყვეტილებების მიღების გაუმჯობესებაში, გუნდის მართვის გაძლიერება შიდა საერთო სტანდარტებზე დამყარებული სამუშაო მიდგომების ჩამოყალიბებაში.


პროგრამის დასრულების შემდეგ თანამშრომლებმა ერთად აღნიშნეს მიღწეული შედეგები და მონაწილეობა მიიღეს მეგობრულ შაფელ ბორდის ჩემპიონატში — სამახსოვრო ღონისძიებაში, რომელმაც წლევანდელი განვითარების გზა სასიამოვნოდ დაასრულა.

პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს SOCAR-ის ერთგულებას თანამშრომლების განვითარების, მომავალი ლიდერების გაძლიერებისა და ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურის განმტკიცების მიმართ.

No items found.