1+4 პროგრამის საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება: 2025

4 დეკემბერს სოკარ ენერჯი ჯორჯიამ 1+4 პროგრამის ფარგლებში, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტები დააჯილდოვა.

2008–2009 სასწავლო წლიდან, SOCAR აფინანსებს ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის უმაღლეს განათლებას საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. პროექტი ხორციელდება 1+4 სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

დღემდე, პროექტის ფარგლებში, ვუზრუნველყავით 7,600-მდე სტუდენტის სწავლის დაფინანსება, რაც ნათლად ასახავს SOCAR-ის გრძელვადიან ერთგულებას ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიმართ.

პროგრამის დიდი საზოგადოებრივი და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, SOCAR მუდმივად აუმჯობესებს პროექტის მდგრადობასა და ეფექტიანობას. შედეგად, სტუდენტების აკადემიური მოსწრება წლიდან წლამდე იზრდება.

პროგრამის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, SOCAR-მა დანერგა სპეციალური სტუდენტური პორტალი, რომელიც საჭირო დოკუმენტების ონლაინ წარდგენას უზრუნველყოფს.

უკვე მეოთხე წელია, SOCAR დამატებითი სტიმულისა და სხვა სტუდენტებისთვის მაგალითის შექმნის მიზნით, აჯილდოებს გამორჩეული აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებს. სტუდენტები, რომელთა წლიური აკადემიური მაჩვენებელი 95 ქულას აღემატება, ჯილდოვდებიან მაღალი აკადემიური მიღწევებისთვის. ამ ინიციატივის ფარგლებში, წლების განმავლობაში, დაჯილდოებულია 43 წარმატებული სტუდენტი.

მიმდინარე წელს ფინანსური პრიზებითა და საპატიო სერტიფიკატებით დაჯილდოვდა 95 ქულაზე მაღალი წლიური აკადემიური შედეგის მქონე 10 სტუდენტი, აგრეთვე პროექტში მოხალისეობრივად ჩართული 11 სტუდენტი, მათი მიღწევების, ერთგულებისა და პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

No items found.