წლის შემაჯამებელი შეხვედრა 2025

24 დეკემბერს, სოკარ ენერჯი ჯორჯიამ გამართა წლის შემაჯამებელი შეხვედრა, რითაც გაგრძელდა მენეჯმენტის გუნდთან წლის შედეგების წარდგენის ტრადიცია.

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ჯგუფის 2025 წლის საქმიანობის მიმოხილვა, ასევე 2026 წლისთვის დაგეგმილი ძირითადი სტრატეგიული მიზნები და გამოწვევები. პრეზენტაციები წარადგინეს სოკარ ჯორჯია გაზის და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორებმა. მათ ისაუბრეს საოპერაციო გამოწვევებზე, ფინანსურ მიღწევებზე, ბიზნესის ზრდისა და შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებებზე.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა მაჰირ მამედოვმა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გუნდურ მუშაობაზე, ანგარიშვალდებულებასა და უწყვეტ განვითარებაზე, როგორც კომპანიის გრძელვადიანი წარმატების საფუძველზე. ამასთან, მან მადლიერება გამოხატა SOCAR-ის სათავო ოფისის მიმართ, უწყვეტი მხარდაჭერისა და სტრატეგიული ხედვისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში სოკარის მდგრადი განვითარებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდა 6 თანამშრომელი ენერგეტიკის სექტორში მრავალწლიანი საქმიანობისა და კომპანიისადმი ერთგულებისათვის.

წლის შემაჯამებელი შეხვედრა იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად საერთო ხედვის ჩამოყალიბებისა და ჯგუფის მასშტაბით ერთიანი მიდგომების გასაძლიერებლად. შეხვედრას საქართველოს მასშტაბით SOCAR-ის ჯგუფის კომპანიებიდან 100-მდე მენეჯერი დაესწრო.

No items found.