
სტუდენტური კონკურსი
21 აპრილს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ორგანიზებით სტუდენტური კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობაც მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის 100-ზე მეტმა გუნდმა.
გამარჯვებულები 3 კატეგორიაში გამოვლინდნენ:
● თანამშრომლები და მოტივაცია;
● მომხმარებლები და ლოიალობა;
● ხარისხი და კომუნიკაცია.
თითოეულ გამარჯვებულ გუნდს კომპანიისგან 5,000 ლარიანი ჯილდო გადაეცა. ჟიურის გადაწყვეტილებით კი სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში სტაჟრებას გაივლის ცხრავე ფინალისტი გუნდი.



No items found.