
სოკარის ნავთობბაზის ტური
27 ივნისს, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის ქიზიყის ნავთობბაზაზე, ჩვენი პარტნიორი ინფლუენსერები და ავტო/მოტო ჯგუფების წარმომადგენლები გვესტუმრნენ.
ტურის ფარგლებში, სტუმრები დეტალურად გაეცნენ სოკარის საწვავის ხარისხის სტანდარტებს და მიიღეს დეტალური ინფორმაცია თუ რა გზას გადის საწვავი საქართველოში შემოსვლიდან მომხმარებლის ავტომობილის ავზში მოხვედრამდე.
ამასთანავე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმების გაცნობას, რომელსაც სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი უკვე მრავალი წელია ზედმიწევნით მიჰყვება.
გარდა ამისა, სტუმრებმა თავადვე დაათვალიერეს უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც სისტემატურად მიმდინარეობს საწვავის ხარისხის კონტროლი.






No items found.