სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა დაიწყო სტუდენტების დაფინანსების პროგრამა

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა წამოიწყო ახალი ინიციატივა,რომელიც სტუდენტების განათლებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას ემსახურება.

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდნენ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში კონსულტანტის, ოპერატორის ან უფროსი ოპერატორის პოზიციაზე, მიიღონ კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, ბონუსები,სხვა სარგებელი და პარალელურად მიიღონ სწავლების დაფინანსება.

ინიციატივა ასახავს სოკარის მუდმივ მზადყოფნას ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლებას, დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებას მთელ საქართველოში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ რეგისტრაციის ფორმა შემდეგ ბმულზე:

დარეგისტრირდით აქ

სოკარი კვლავ ერთგულია მისი 5 კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების, მათ შორის ახალგაზრდების მხარდაჭერის და ხელსუწყობს საქართველოს მომავალ თაობას უწყვეტი განვითარების გზაზე.

 

No items found.