საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი

26 ნოემბერს, პაშა ბანკმა და პაშა ჰოლდინგმა, თავიანთ პარტნიორებთან ერთად, თბილისში მაღალი დონის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლეს.
ფორუმმა, რომელიც EY-სთან, VISA-სთან და SOCAR-თან პარტნიორობით იყო ორგანიზებული, საქართველოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები შეკრიბა.

მონაწილეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების, სტრატეგიული ინვესტიციების მხარდაჭერისა და სხვადასხვა სექტორში ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების გზები.

ფორუმი გახსნეს Pasha Bank Georgia-ს, Pasha Holding-ის და EY Georgia-სა და აზერბაიჯანის ლიდერებმა. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვმა.

ბატონი მაჰირ მამედოვი სტუმრებს მიესალმა და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ერთგულებას მწვანე ენერგიისა და მდგრადი განვითარების მიმართ, ასევე SOCAR-ის მწვანე ინიციატივებს საქართველოში.

Pasha Bank-ის ბიზნეს ფორუმის პროგრამა მოიცავდა: რეგიონის ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების მიმოხილვას და პანელურ დისკუსიებს.

პანელის წევრებს შორის იყო ბატონი ტუნჯარ ასგარლი, SOCAR-ის ESG მიმართულების ხელმძღვანელი. მან განიხილა SOCAR-ის ESG რეიტინგები და წარმატებული ინიციატივები მთელ მსოფლიოში, ასევე ხაზი გაუსვა ჩვენს სამომავლო გეგმებს.

ფორუმი დასრულდა არაფორმალური ვახშმით, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ და აზერბაიჯანულ კომპანიებს შორის ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებას.

No items found.
Share this post