კორპორატიული მდგრადობის ჯილდო 2026

25 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა შვედეთის მხარდაჭერით, თბილისში კორპორატიული მდგრადობის მეცხრე ყოველწლიური ჯილდოს გადაცემის ცერემონია გამართა, სადაც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში (SDGs) შეტანილი წვლილისთვის 15 კომპანია დააჯილდოვა.

სოკარ ენერჯი ჯორჯია მსხვილ საწარმოებს შორის ორ კატეგორიაში დასახელდა:
🔹 SDG 3 | კარგი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
„ნულოვანი ზიანისკენ: პროაქტიული უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება“

🔹 SDG 7 | ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია
„გარდამავალი პერიოდის დამუხტვა: სუფთა მობილობის ინფრასტრუქტურის გაფართოება საქართველოში“

ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენი მდგრადობის მოგზაურობის დასაწყისში ვართ, რაც ამ აღიარებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს და ჩვენთვის დიდი სიამაყის წყაროს ხდის. სოკარის ჯგუფის ამ სფეროში გლობალურად მნიშვნელოვანი მიღწევებით შთაგონებულები, ჩვენ სულ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ მდგრადობის ინტეგრირებას ჩვენს ოპერაციებსა და გრძელვადიან განვითარებაში.

ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს და ჩვენთვის პატივია, რომ ვართ ამ შთამაგონებელი ინიციატივის ნაწილი და ერთად ვაკეთებთ წვლილს უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში.
გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული კორპორატიული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის აღიარებს პასუხისმგებლიან ბიზნეს პრაქტიკას და ხაზს უსვამს კერძო სექტორის წვლილს მდგრადი განვითარების საქმეში.

‍

‍

‍

‍

No items found.