აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე!

28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა ფაიგ გულიევმა, მოწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გამართა თბილისის სასტუმრო „პულმანში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, დიპლომატიური მისიების, ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.
მიღების დროს ელჩმა ფაიგ გულიევმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას და აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას. მან ასევე მადლობა გადაუხადა ღონისძიების მთავარ სპონსორს, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“, მისი მუდმივი მხარდაჭერისა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური მიღების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.

No items found.