აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია
GE EN
მთავარი პარტნიორი
ჩვენი ბმულები

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სოკარ ენერჯი ჯორჯია" შექმნილია საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის "მეწარმეთა შესახებ" შესაბამისად, პარტნიორთა ქონების წილობრივი გაერთიანების საფუძველზე.
ქართულ ენაზე: "სოკარ ენერჯი ჯორჯია".
ინგლისურ ენაზე: "SOCAR Energy Georgia".
საზოგადოება არის იურიდიული პირი. იურიდიული პირის უფლებებს საზოგადოება იძენს დადგენილი წესით სამეწარმეო რეესტრში, საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციის მომენტიდან.
საზოგადოება შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
საზოგადოების იურიდიული მისამართია: 300 არაგველის ქუჩა 24, თბილისი, საქართველო
საზოგადოების სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულს, პირველი წლის გარდა, რომელიც იწყება საზოგადოების სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან და მთავრდება საზოგადოების სახელმწიფო რეგისტრაციის წლის 31 დეკემბერს.
საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები არიან:

•     State Oil Company of Azerbaijan Republic (SOCAR) ;
•     İntersun Holding FZCO ;
•     Eventus General Holding FZE ;

საზოგადოების მიზანია მოგების მიღება.

საზოგადოების საქმიანობის საგანია:

•     ყულევის (საქართველო) პორტის და ტერმინალის შეძენა და განვითარება ("პროექტი");
•     ნავთობპროდუქტების წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია;
•     ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტი;
•     ბენზინგასამართი სადგურების მოწყობა, ექსპლუატაცია;
•     გაზგასამართი სადგურების მოწყობა, ექსპლუატაცია;
•     სავაჭრო შემსყიდველი და საშუამავლო საქმიანობა, საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციები, საბითუმო და საცალო მაღაზიებისა და ვაჭრობების მოწყობა, გამოფენების, ბაზრობების, აუქციონების, კვების ობიექტების, სასაწყობე და სატრანსპორტო მეურნეობის მოწყობა და ექსპლუატაცია;
•     საქონლის ბარტერული გაცვლისა და ბითუმად ვაჭრობის ორგანიზაცია;
•     სამრეწველო წარმოება და რეალიზაცია;
•     სერვისული მომსახურება;
•     მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ფულადი რესურსების - ინვესტიციების მოზიდვა;
•     საბანკო, საბირჟო საქმიანობა;
•     ყველა სახის საქონლის, ნედლეულის, მანქანა-დანადგარების ხარისხობრივი ექსპერტიზა;
•     სატვირთო საბაჟო დეკლარაციების გაფორმების პროცესის ორგანიზაცია;
•     სამშენებლო სამუშაოების წარმოება;
•     არქიტექტურული საქმიანობა;
•     საპროექტო, სარემონტო, სადიზაინერო, სარესტავრაციო, სადრენაჟო, საკომუნიკაციო სამუშაოების წარმოება;
•     სამშენებლო მასალების დამზადება, რეალიზაცია, შესყიდვა, გაყიდვა, ექსპორტ-იმპორტი;
•     უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ყიდვა-გაყიდვები;
•     მიწის საკადასტრო აზომვები;
•     მიწის პასპორტის შესადგენი სამუშაოების შესრულება;
•     მიწის რესურსების სამართლებრივ და ტექნიკურ ასპექტებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
•     ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელება;
•     რეკონსტრუქციის კონსულტაცია;
•     მენეჯმენტის პროგრამების რეალიზაცია;
•     მსხვილი მშენებლობის პროგრამა;
•     ყველა სახის საქონლის ექსპორტ-იმპორტი;
•     გარემოს დაცვის ტექნოლოგიები;
•     ფულად-საკრედიტო მომსახურების განხორციელება;
•     კომერციული, საფირმო მაღაზიების ქსელის შექმნა;
•     ყველა სხვა სახის საქმიანობა, რაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

ყველა ის საქმიანობა, რომელსაც სპეციალური ნებართვა ან ლიცენზია სჭირდება, ხორციელდება მხოლოდ დადგენილი წესით შესაბამისი უფლების მიღების შემდეგ.
საზოგადოება საქმიანობას წარმართავს ამ წესდების, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარს, რომელიც საზოგადოების სახელმწიფო რეგისტრაციის დღისათვის სრულად შეივსო დამფუძნებელი პარტნიორების მიერ ფულადი შენატანებით.
დამფუძნებელი პარტნიორების შენატანი საწესდებო კაპიტალში და მათი წილი პროცენტებში:

•     "SOCAR" წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 51%-ს;
•     "İntersun Holding FZCO" წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 24.5%-ს;
•     "Eventus General Holding FZE" წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 24.5%-ს; 

საზოგადოება თავის შეხედულებისამებრ ფლობს, სარგებლობს, განაგებს და მართავს საკუთარ ქონებას.
საზოგადოებას აქვს უფლება თავისი ქონების მიმართ განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და შეუძლია გამოიყენოს თავისი ქონება ნებისმიერი სამეურნეო და სხვა საქმიანობისთვის, რომელიც არ არის აკრძალული კანონმდებლობით.

საზოგადოების ქონების შექმნის წყაროებს წარმოადგენს:

•     პროდუქციის, სამუშაოების, მომსახურების, რეალიზაციის, ასევე სხვა სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი;
•     ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავალი;
•     ბანკის კრედიტები, სხვა სესხები და ინვესტიციები;
•     საქველმოქმედო შენატანები, ორგანიზაციების, საწარმოების და მოქალაქეების შემოწირულობა;
•     საწესდებო კაპიტალში პარტნიორების შენატანები;
•     შემოსავლის სხვა წყაროები, რომლებიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით.


ჩაწერა ჩვენს სიაში
ამოწერა ჩვენი სიიდან
300 არაგველის ქუჩა 24, თბილისი, საქართველო
ელ ფოსტა: info@socar.ge
ტელ:  (+995 32) 2 439 275 / 2 439 777
ფაქსი: (+995 32) 2 439 747
SOCAR in Georgia
ISETECH