აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია
GE EN
კომპანიის შესახებ
ჩვენი ბმულები

"საქართველო აზერბაიჯანის რესპუბლიკის უახლოესი პარტნიორია რეგიონში. სატრანსპორტო კომუნიკაციების უდიდესი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გადის და ჩვენს ქვეყანას ევროპასთან აკავშირებს. ამგვარი ურთიერთობების ფონზე, გასაკვირი არაა, რომ "სოკარმა" უდიდესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება სწორედ საქართველოში წამოიწყო.

უკანასკნელ პერიოდში ამოქმედდა "სოკარის" შავი ზღვის ტერმინალი ყულევში, საიდანაც დაუმუშავებელი ნავთობისა და საწვავი პროდუქტების დასავლეთში ტრანსპორტირება ხორციელდება. საქართველოში ასევე გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს "სოკარის" ბენზინგასამართი სადგურების ფართო ქსელი. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მოღვაწეობას დადებითად აფასებს და ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე მოსახლეობა.

კეთილგანწყობის ყველაზე ნათელი დასტურია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება, რომლის თანახმად ქვეყნის ყველა რეგიონში მოქმედი გაზის სადისტრიბუციო ქსელი "სოკარის" მმართველობაში გადმოვიდა. ჩვენ მზად ვართ ორ მეზობელ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის ფორმირებასა და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ."

abdulaev

როვნაგ აბდულაევი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი


“სოკარ ენერჯი ჯორჯიას” დაფუძნება თავისთავად უკვე მთავარი წარმატებაა. ჩვენი პროექტების უმრავლესობა რეალიზაციის პროცესშია. ის ფაქტი, რომ ჩვენ საქართველოში გადასახადების ყველაზე მსხვილი გადამხდელები ვართ, ჩვენი კომპანიის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ამასთან მხედველობაში უნდა მივიღოთ ის თანხა, რომელსაც კომპანია გამოიმუშავებს. მინდა აღვნიშნო, რომ “სოკარ ენერჯი ჯორჯია” ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოსა თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ოდესმე განუხორციელებია.”

mair

 

 

 

 



 


მაჰირ მამმედოვი
სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი


აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი”, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს. მასში დასაქმებულია 61 000 ადამიანი, რომლებსაც აკისრიათ პასუხისმგებლობა ნავთობისა და გაზის სექტორის კვლევასა და განვითარებაში როგორც აზერბაიჯანში, ისე მის ფარგლებს გარეთ. “სოკარს”, წარმოების განაწილების შესახებ უცხოური ნავთობკომპანიების კონსორციუმებთან, 25 ძირითადი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. გარდა ამისა გაფორმებულია ორი მსხვილი შეთანხმება: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენებზე.

“სოკარ ენერჯი ჯორჯია” 2006 წელს დაფუძნდა. კომპანია საქართველოში ახორციელებს: საწვავი პროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციას; ბენზინისა და ლიკვიდური აირის იმპორტს; ასევე აშენებს საწვავი პროდუქტებისთვის ტერმინალებსა და საწყობებს. 2006 წელს "სოკარმა" სახელმწიფო ბიუჯეტში  4 384 516.73 ლარი შეიტანა. ხოლო 2007 წელს - 89 336 173.88 ლარი. ამ მაჩვენებლით “სოკარი” საქართველოში საწვავის იმპორტიორ კომპანიათა შორის უმსხვილეს გადამხდელს წარმოადგენს.

2008 წელს “სოკარი” რამდენიმე ნომინაციაში დაჯილდოვდა:

  • მედიაპროექტი “სახე(ლ)ები”, მთავარი ჯილდო ნომინაციისთვის - “წლის ინვესტორი კომპანია”;
  • “საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი”, მთავარი ჯილდო ნომინაციისთვის - “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი კომპანია” (ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 173 165 975.92 ლარი შეადგინა).

კომპანია "სოკარი", 2009 წლის საუკეთესო მაჩვენებლების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციებისთვის შემდეგმა ორგანიზაციებმა დააჯილდოეს:

  • მედია-პროექტმა "სახე(ლ)ები", პრეზიდენტის პროგრამაში, "გაზი ყველა სოფელში", აქტიური მონაწილეობისთვის, ნომინაციაში - "წლის კომპანია", გამარჯვებულად "სოკარ ჯორჯია გაზი" (პროექტი - "სითბო ჩვენს სახლებში") დაასახელა;
  • საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" დააჯილდოვა ნომინაციებისთვის:
    "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი კომპანია" (ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 161 193 002.93 ლარი შეადგინა);
    "საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ავტოგასამართი სადგურების ქსელი";
    "საქართველოში 2009 წელს განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიცია" (ინვესტიციების მოცულობამ 24 615 644.46 ლარი შეადგინა);
    "კომპანია, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაზე";
    ნომინაციაში - "საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტერმინალი", საუკეთესოდ "შავი ზღვის ყულევის ტერმინალი" დასახელდა.

2010 წლის საუკეთესო მაჩვენებლების მიხედვით „სოკარი" სხვადასხვა ნომინაციებისთვის შემდეგმა ორგანიზაციებმა დააჯოლდოვეს:

  • საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" შემდეგ ნომინაციებში დააჯილდოვა:
    "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი კომპანია"(ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 149 736 750.00 ლარი შეადგინა);
    "საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ავტოგასამართი სადგურების ქსელი";
    "საქართველოში 2010 წელს განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიცია", (ინვესტიციების მოცულობამ 73 057 734.47 ლარი შეადგინა);
    "ქველმოქმედი კომპანია";
    "საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტერმინალი", გამარჯვებულად "შავი ზღვის ყულევის ტერმინალი" დასახელდა.

2011 წლის საუკეთესო მაჩვენებლების მიხედვით „სოკარი" სხვადასხვა ნომინაციებისთვის შემდეგმა ორგანიზაციებმა დააჯოლდოვეს:

  • საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" შემდეგ ნომინაციებში დააჯილდოვა:
    "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი კომპანია"(ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ
    197 632 572.82 ლარი);
    "საქართველოში 2011 წელს განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიცია", (ინვესტიციების მოცულობამ 53 423 462.00 ლარი შეადგინა);
    "ქველმოქმედი კომპანია"; გარდა ამისა კომპანიამ განახორციელა ინვესტიცია ორ მსხვილ პროექტში: სოკარისა" დაგუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი "SOCAR-Goodwill Auto Lounge". სოკარ-გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი 29 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე მულტიფუნქციური კომპლექსი, ორი ლიდერი ბრენდის - „სოკარისა" დაგუდვილის" ერთობლივი პროექტია. აგრეთვე 2011 წელს, ბათუმში და მარნეულში, საფუძველი ჩაეყარა კომპლექსს - "SOCAR and McDonald's".
2012 წელს „სოკარმა" მიიღო ჯილდო რამდენიემ ნომინაციაში:
 
• 2012 წელს კომპანია შპს. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი". მის მიერ გადახდილი თანხა შეადგენდა 260 015 970.82 ლარს. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი", როგორც ყველაზე მსხვილი ინვესტორი 2012 წელს, ასევე წარდგენილ იქნა ნომინაციაზე „2011 წელს ყველაზე დიდი ინვესტიციის განმხორციელებელი სანავთობო კომპანია". უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 2011 წელს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" -ის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა 208 375 438.00 ლარი.
 
2013 წელს, „სოკარის" საქმიანობა რამდენიმე ნომინაციაში დაჯილდოვდა:
 
• 2013 წელს, შპს. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი", როგორც უმსხვილესი ინვესტორი ასევე წარდგენილ იქნა ნომინაციაზე „საქართველოში 2013 წელს ყველაზე მსხვილი კომპანია". კონკრეტულად კი, მის მიერ 2013 წელს საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 129 457 626.00 ლარი. შპს. „სოკარ ჯორჯია ჟორჯია"-ც გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში „2013 წლის საუკეთესო კომპანია".
 
2013 წელს „სოკარმა" კიდევ ერთ მომერანდუმს მოაწერა ხელი შედეგ უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ: 
      • საქართევლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო („სოკარ"-ს დაგეგმილი აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღს გადაუხადოს გაზისა და ელექტრო ენერგიის საფასური და მათი რაოდენობა 44 -ია).
• საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (წინამდებარე მეკორანდუმის ფარგლებში, დაფინანსდება სხვადასხვა ოლიმპიური პროგრამები და პროექტები, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, საქართევლოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შესაბამისი ფუნქციონირების უზრუნველყოფს, სოციალური დახმარება სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საგამომცამლო და საგანმანათლებლო აქტივობები, საქართევლოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალური ორგანიზაციების პროგრამების განხორციელება, საქართევლოს მედიცინის სპორტული ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (წინამდებარე მემორანდუმე დაყრდნობით, ოთხი წლის განმავლობაში, „სოკარი" გადაუხდის სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით 30 საუკეთესო სტუდენტს, რომელბსაც გამოავლენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამიისტრო. )
• საქართველოს საპატრიარქო (კომაპნია „სოკარი" თავსი თავზე იღებს პასუხისმგებლობას უფასო გაზით მოამარაგოს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა რელიგიური დაწესებულებები). მომარაგების პროცესი დაიწყება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში.)
 
"სოკარი" საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბენზინგასამართ სადგურებს აშენებს. გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს 114 სადგური (105 ავტოგასამართი სადგური ( 20 კომბინირებული —NG და ბენზინი), 8 CNG და 1 LPG) ავტოგასამართი სადგური. საქართველოში "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" წარმატებული განვითარება დაკავშირებულია მისი დამფუძნებელი კომპანიის - "სოკარის" მძლავრ ფაქტორთან, გლობალურად აღიარებულ ბრენდთან, დიდ გამოცდილებასა და ძლიერ ფინანსურ რესურსებთან."სოკარ ენერჯი ჯორჯია" ახალ შენობაში განთავსდა. კომპანიამ 2006 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსაგან თბილისში, სამასი არაგველის ქუჩაზე 4178 კვ.მ. ფართი შეიძინა. ნაკვეთი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ცნობილი არქიტექტორ-დიზაინერების, ძმები ქობულიების მიერ შექმნილი შენობის ფასადი ბაქოში მდებარე "ქალწულის კოშკის" მსგავსი იქნება.
 
   

ჩაწერა ჩვენს სიაში
ამოწერა ჩვენი სიიდან
300 არაგველის ქუჩა 24, თბილისი, საქართველო
ელ ფოსტა: info@socar.ge
ტელ:  (+995 32) 2 439 275 / 2 439 777
ფაქსი: (+995 32) 2 439 747
© SOCAR in Georgia
ISETECH